ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ტატუსა და ტატუაჟის ეფექტურ მოშორებას ინოვაციური ლაზერული ტექნოლოგიის (პიკო ლაზერის) გამოყენებით. სპეციალურად შერჩეული პროცედურების საშუალებით, სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება პიგმენტების დაშლა, რაც უზრუნველყოფს კანის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. პროცედურა ხორციელდება ეტაპობრივად და ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და ტატუს სირთულის გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია, თქვენი კანის სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებით ტატუს მოშორება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ეფექტურად.
- ინდივიდუალური მიდგომა კანისა და ტატუს მიხედვით
- ლაზერი შლის პიგმენტს ფენებად, არ აზიანებს კანს
- მოიცავს რამდენიმე სესიას – პროგრესი თვალსაჩინოა ეტაპობრივად
- უსაფრთხო, ნაკლებად მტკივნეული, აღადგენს კანის ბუნებრივ მდგომარეობას და ფერს

